×
სამაგიდო თამაშები
გასაფერადებლები
ფაზლები
  • edutoys

    პასუხისმგებლობა

    ადამიანებთან ურთიერთობა, განცდა,  განწყობა და თანაგრძნობა - ყველა ეს უნარი ადამიანების სოციალური განვითარების ნაწილია. ეს არის უნარები, რომელიც არ არის განვითარებული დაბადებიდანვე და უნდა ვითარდებოდეს გრძელვადიანად მიმდინარე პროცესში.

    ყოველდღიურად ბავშვებს უყალიბდებათ აზრი, რომ არსებობს წესები და პრინციპები, რა არის სწორი და არასწორი, კარგი და ცუდი. ამაზე მოქმედებს ბავშვის სოციალური გარემო და უპირველეს ყოვლისა მათი მშობლები და ოჯახი. ბავშვი ხედავს რა არის „ღირებული“ მათ გარშემო მცხოვრები ხალხისთვის და სწავლობენ როგორ უნდა მოიქცნენ თავად.

    საზოგადოება და ტრადიცია ზოგადად აყალიბებს სავალდებულო წესებს, თუმცა ღირებულებები ასევე სუბიექტურია - ის, რაც არის უმნიშვნელოვანესი ერთ ოჯახში შეიძლება არ იყოს პრიორიტეტი მეორეში. პატიოსნება, საიმედოობა, სიმართლე, გამბედაობა, დახმარება, პასუხისმგებლობის გრძნობა, სამართლიანობა , ზნეობა და სხვა ღირებულებები ძალზედ მნიშნვნელოვანია.  ბავშვები ცხოვრებაში უნდა ხედავდნენ მას, რადგან ისინი  სწავლობენ მაგალითებიდან.

     

    როგორ ვიზრუნო ჩემს ცხოველზე?!

    რა იქნება ამაზე მშვენიერი, რომ ოთხფეხა ერთგული მეგობარი გყავდეს სახლში? თავბრუდამხვევად ეთამაშო და გაიზიარო თავგადასავალი მასთან ერთად? საკუთარი ძაღლის ყოლა, ძალიან ბევრი ბავშვის სურვილების სიის თავშია. მაგრამ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა აიღო ცოცხალ არსებაზე და კარგად მოექცე, ეს არის ის, რაც ბავშვებმა ჯერ კიდევ უნდა ისწავლონ. ცხოველი არ არის ის სათამაშო, რომელსაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ განზე გადადებთ. ის არის ცოცხალი არსება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თქვენი ცხოვრების ნაწილია, მას სჭირდება მუდმივი ყურადღება და ზრუნვა.

    ცხოველს პატრონთან თამაშის გარდა კიდევ ბევრი მოთხოვნა აქვს. ის რეგულარულად უნდა იკვებებოდეს. მას სჭირდება დღეში რამდენჯერმე გასეირნება გარეთ, მიუხედავად ამინდისა. განსაკუთრებით გრძელბეწვიანი ჯიშებს სჭირდება დიდი დრო დავარცხნისთვის. საჭიროა ხარჯები ვეტერინარისთვის, საკვებისთვის, სათამაშოებისთვის, კალათისთვის და ა.შ. სანამ ცხოველს მოიყვანთ სახლში ეს საკითხები საფუძვლიანად უნდა იყოს განხილული ოჯახთან ერთად.

    მოცემულ  ილუსტრაციებზე, შეგიძლიათ გაარკვიოთ რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება ძაღლზე.

     

     

     

    დღეს ლილუს ოჯახისთვის განსაკუთრებული დღეა. მათ ერთად გადაწყვიტეს ოჯახში ახალი წევრი მოეყვანათ. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მათ არჩევანი შეაჩერეს ძაღლზე.  სწორედ ამიტომ ისინი დღეს იმყოფებიან ცხოველთა თავშესაფარში. აქ მრავალი უპატრონო ცხოველი ცხოვრობს. უპატრონო ნიშნავს რომ ისინი არავისთან არ ცხოვრობენ. ლილუს ოჯახი აქ პირველად არ არის. რამდენიმე დღის წინ მათ შეარჩიეს ახალგაზრდა ძაღლი და ისინი რეგულარულად სტუმრობენ მას.

    და დღეს დიდებული დღეა. საბოლოოდ პატარა დალმატინელს რომლის სახელია მატი, ლილუსთან სახლში წასვლის უფლება მისცეს.

     

    ლილუს უხარია რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარი ძაღლი ჰყავს. მშობლებმა აუხსნეს რა წესები და ამოცანები უნდა დაიცვას როდესაც ცხოველი ყავს და აჩვენეს როგორ კეთდება ეს. ლილუ ჯერ კიდევ პატარა არის, რომ ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად შეძლოს, ამიტომ მშობლები ეხმარებიან მას სამუშაოს შესრულებაში.

    მატის მოვლა მნიშვნელოვანი ამოცანაა: მატი რეგულარულად უნდა იკვებებოდეს  დღეში ორჯერ. ლილუმ კი ყოველ ჯერზე უნდა ჩაასხას სუფთა წყალი მისთვის თასში. დღეს მას კონსერვირებული საკვები აქვს. ლილუ მხოლოდ ათავსებს საკვებს მეორე თასში. ახლა მატის შეუძლია მიირთვას თავსი საკვები მშვიდად.

     

    როდესაც მან შეჭამა და გამოიძინა, ლილუს ოჯახი მიდის სასეირნოდ, რა თქმა უნდა მატიც მათთან ერთად არის, რადგან მას უყვარს თავის პატრონთან ყოფნა. მატი ნამდვილად სპორტული ძაღლია და ბევრი ვარჯიში სჭირდება.  რა კარგია, ლილუს ოჯახი აქტიური ოჯახია! მატის უნდა სირბილი მთელი დღე, მას უყვარს როდესაც ველოსიპედს მისდვს გვერდით. ასეთ სპორტულ ძაღლს დღეში 2 საათი მაინც სჭირდება გარეთ გამოსვლა , მაგრამ 3-4 საათი უკეთესია. სანამ მატი გარეთ არის, შეუძლია „გააკეთოს თავის საქმე“. ლილუს ყოველთვის მიაქვს პლასმასის ჩანთა რომ აკრიფოს ის რაც მოისაქმა ძაღლმა.  მას არ სურს რომ ვინმემ მასში ფეხი ჩადგას.

     

    სახლშიც, ოჯახი ძალიან ერთობა მატისთან! მატის და ლილუს საყვარელი თამაში თოკით თამაში არის. ოჰ, მატი უკვე ძალიან დასვრილია! ორივე მათგანს არაფერი სიამოვნებთ უფრო მეტად ვიდრე თამაში ეზოში.  მატის უყვარს ბურთებით თამაში, პატარა ტრიუკების სწავლა და დამალული ნივთების მოძებნა. ლილუმ შეიტყო რომ მსგავსი თამაშები კარგი მეთოდია ძაღლის ტვინის გასავარჯიშებლად. მაგრამ ლილუმ ასევე იცის როდის არის დრო ძაღლის დასამშვიდებლად. ყველაზე მეგობრულ ძაღლსაც კი შეუძლია თავი დაიცვას კბენით, თუ ის დაღლილია და ძალინ ბევრს ათამაშებენ. ლილუმ იცის რომ მატის კბილებს არ უნდა მიუახლოვდეს რადგან შეიძლება დაშავდეს.

     

    ძაღლს სჭირდება გასუფთავება. როდესაც მატი ისვრება ეზოში თამაშის დროს, მას აბაზანაში აბანავებენ. მატის ძალიან მოსწონს ბანაობა. იმის მიუხედავად რამდენად გრძელია ძაღლის ბეწვი, მას შეიძლება დასჭირდეს დაბანა და დავარცხნა ყოველ დღე. მას განსაკუთრებით უყვარს როდესაც ლილუ ყურის უკან ჯაგრისით ბანს.

    მატის ასევე სჭირდება კბილების მოვლა. ძაღლისთვის არსებობს სპეციალური საკვები, რომლითაც კბილების მოვლა შეგიძლიათ, მაგრამ ასევე არსებობს ძაღლის კბილის პასტა.

    ისევე როგორც ადამიანები, მატიც უნდა წავიდეს ექიმთან წელიწადში ორჯერ. ვეტერინარი ამოწმებს მას. ის ჩვეულებრივ იღებს სამკურნალო საშუალებებს.

    სტატიის ავტორი , 2020-10-24