×
სამაგიდო თამაშები
გასაფერადებლები
ფაზლები
  • edutoys

    სამაგიდო თამაშები მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი და მენტალური განვითარებისთვის. გაუმჯობესებული კონცენტრაციიდან შემოქმედებით განვითარებამდე. სამაგიდო თამაშების თამაშით ბავშვებს უვითარდებათ სხვადასხვა უნარები.  

    სამაგიდო თამაშები არის როგორც გასართობი ასევე საგანმანათლებლო. ეს თამაშები ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, სოციალური ქცევა,  კრიტიკული აზროვნება და ა.შ.

    ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს უნარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის "რეალურ სამყაროში" გადარჩენისა და გამოწვევების გადალახვისთვის. ქვემოთ მოცემულია  სამაგიდო თამაშების მთავარი უპირატესობები.

    სამაგიდო თამაშები გვეხმარება განვივითაროთ სასიცოცხლო სოციალური უნარები:

    სამაგიდო თამაშების თამაში აუცილებელია თქვენი ბავშვის სოციალური უნარების განვითარებისთვის. ეს არის კონკურენციისა და მოტივაციის ამაღელვებელი გარემო, რომელიც სიტყვიერ გამოხატვას უწყობს ხელს. ასევე ავითარებს  ისეთ თვისებებს, როგორიცაა მოთმინება და გადაწყვეტილების მიღება. კონცენტრაცია და მეხსიერება გაუმჯობესებულია თამაშზე ფოკუსირებით, რადგან მათ უნდა დაიმახსოვრონ წესები და როდის უნდა გადადგან ნაბიჯები.  სამაგიდო თამაშები სასარგებლოა კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისთვის, უფრო გრძელი და სივრცითი ცნობიერების ფოკუსირებისთვის.

    სამაგიდო თამაშის დროს ბავშვები მოტივირებულები არიან:

    კონკურენცია ხელს უწყობს ბავშვებმა იბრძოლონ გამარჯვებისთვის რადგან საქმე მათ „ღირსებას“ ეხება. როდესაც ისინი თამაშობენ სამაგიდო თამაშებით (მაგ:მათემატიკური ომები ან გამოიცანი, რას ვფიქრობ?!)  ისინი უფრო ორიენტირებული არიან გამარჯვებაზე.

     

    დროის ერთად გატარება:

    ერთერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი სამაგიდო თამაშების ის არის რომ ამ დრო  მთელ ოჯახს შეუძლია ერთად გაატარონ დრო მხიარულად. 

     

    ბავშვები სწავლობენ გადაწყვეტილების მიღებას სამაგიდო თამაშების საშუალებით:

     

    სამაგიდო თამაშები ეხმარება ბავშვს განივითაროს გადაწყვეტილების მიღების უნარები: მაგალითად: სტრატეგიაზე დაფუძნებული სამაგიდო თამაშების დროს, მოთამაშეს სჭირდება მიიღოს სწრაფი მაგრამ ეფექტური გადაწვეტილება, რითაც ძლიერდება მათი გადაწყვეტილების მიღების უნარი. მოთამაშეს სჭირდება იფიქროს კრიტიკულად ვიდრე გადადგას შემთხვევითი ნაბიჯები. სამაგიდო თამაშებით განვითარებული გადაწყვეტილების მიღების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია რეალურ ცხოვრებაში.

     

    სამაგიდო თამაშები გვეხმარება ვისწავლოთ თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს:

    სამაგიდო თამაშების  ძირითადი თვისებები ზუსტად ისეთი სახეებია, რაც ადამიანს მიზნის მისაღწევად სჭირდება. მაგალითად: ისინი სწავლობენ, თუ როგორ უნდა გაიჩინონ მოკავშირეები, როდის გადადგან ნაბიჯი და როგორ იწინასწარმეტყველონ მოწინააღმდეგის სტრატეგიები თამაშის დროს. ეს ყველაფერი მათ ეხმარება განუვითარდეთ აზროვნება მიზნების მისაღწევად.

    სამაგიდო თამაშები აძლიერებს პრობლემის გადაჭრის უნარებს:

    პრობლემის გადაჭრის უნარები მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე.  სამაგიდო თამაშები ბავშვებს წაახალისებს რეალური პრობლემების გადაჭრაში. თამაშების უმრავლესობა მოითხოვს ბავშვებისგან გაანალიზონ პრობლემა, გააცნობიერონ მისი ყველა ელემენტი და შემდეგ იპოვონ გამოსავალი.

     

    სტატიის ავტორი , 2020-02-03